თუ დემოკრატიული კონტროლი არ დაწესდა ძალოვან უწყებებზე, ძალაუფლებაში დარჩება რუსული ხელისუფლება – სამადაშვილი

თუ დემოკრატიული კონტროლი არ დაწესდა შს სამინისტროზე და ძალოვან უწყებაზე მოგვატყუებენ მარტივად და ძალაუფლებაში დარჩება რუსული ხელისუფლება – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი გახარიას გადაყენებას არ აპირებს, რადგან ის შუამავალია მასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის.

„ეს არის მთავარი მოთხოვნა, გახარიას რეალურად ვერ აყენებს, იმიტომ რომ გახარია მას სჭირდება, როგორც ქვეყნის შიგნით სიტუაციის სამართავად. მეორეს მხრივ გახარია არის მნიშვნელოვანი ივანიშვილის მთავარი მოკავშირისთვის, ვგულისხმობ რუსეთს. გახარია არის შუამავალი რგოლი რუსეთთან. თუ გახარიას არ გაათავისუფლებენ და ასევე არ გაათავისუფლებენ სუს-ის ხელმძღვანელს ყველაფერი დარჩება იგივე,“-აცხადებს სამადაშვილი.

მისი თქმით, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ჩაახშობს საპროტესტო გამოსვლებს და დაიწყებს მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„გახარიას გადადგომის მოთხოვნა უნდა დარჩეს და ასევე მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ ამ ცაიტნოტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს პროპორციულ არჩევნებს, დასაფიქრებელია რას გამოიწვევს ეს. ძალიან კარგი არის ქაოსური ვითარება, სადაც არის ბევრი წვრილი მოთამაშე, რადგან ამ წვრილ მოთამაშეებს ოლიგარქები ძალიან იაფად იმორჩილებენ და ამის მაგალითი ბევრგან იყო.

დაანონსებული სამართლებრივი დევნა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე, რადგან ივანიშვილის ამოცანაა გააქროს ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეები. ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, ის რაც დააანონსა მმართველმა პარტიამ და გავცეთ პასუხი, გახარიასა და გომელაური გადადგომის გარეშე არ აქვს აზრი დიალოგის გაგრძელებას, “- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიბილაშვილი: ნანა დევდარიანის რეინკარნაცია (თამარ ჟვანია) და იგორ გიორგაძის რეინკარნაცია (გახარია) ადგილზე რჩებიან
შემდეგი სტატიააქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას