თუ დაუწესდება რუსეთს ქმედითი სანქციები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგო – შმიგალი

“თუ დაუწესდება რუსეთს ქმედითი სანქციები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგო” – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი საუბრობს.

ვთვლი, რომ ბუჩას ტრაგედია არის ის, რამაც ცივილიზებული სამყაროსთვის თამაშის წესები შეცვალა. მარიუპოლი კი არის სიმბოლო მამაცი უკრაინელი ხალხის უდრეკობისა. იმ ხალხისა, რომლებიც უკვე მეორე თვეა იცავენ საკუტარ თავსა და ქალაქს რუსული აგრესიისგან. მარიუპოლი ახლა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ერთგვარი სახეა წითელი ხაზებისა, რომლებიც რუსებმა გადაკვეთეს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქალაქისა და ქვეყნის თავისუფლებისთვის.

მარიუპოლს იცავენ მამაცი სამხედროები და ისინი ამბობენ, რომ მარიუპოლში სიცოცხლის ბოლო წუთებამდე დარჩებიან. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს G20-თან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად. მსოფლიოს მომავალი გამოწვევა არის სასურსათო კრიზისი, რომლის სათავეც რუსების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა.

თუ გვექნება უსაფრთხოების გარანტიები, თუ დაუწესდება რუსეთს ქმედითი სანქციები, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგო, – ამბობს შმიგალი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის უწყება – რუსეთს შავ ზღვაში 58 ფრთოსანი რაკეტა აქვს კონცენტრირებული
შემდეგი სტატიამორიგი შეტევა ხარკოვზე – ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა