თუ დამიჭერენ, ერთადერთი გული იმაზე დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში – მელია

თუ დამიჭერენ, ერთადერთი გული იმაზე დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში – ეს განცხადება ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ გააკეთა. მელია პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და პარლამენტს მელიასთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.

მელია საგამოძიებო უწყებამ დაკითხვაზე ხვალ დაიბარა და ასევე თქვა, რომ ისინი დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისი თქმით, ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება.

„ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი. მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, მისთვის პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ.

“უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს: “თქვენ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და გარეთ, ქუჩაში როგორ მოიქცეოდით”
შემდეგი სტატიარას აკეთებთ, დაფიქრდით – ამ კითხვით ბიუროს სხდომაზე სერგი კაპანაძემ მმართველი გუნდის წევრებს მიმართა