“თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს”- თორდია დაპატიმრებას არ გამორიცხავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდია მის დაკავებას არ გამორიცხავს.
როგორც მთავარმა აუდიტორმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ “პამ კლუბში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფორსირებულ დროში დაკითხავენ და ა საგამოძიებო და სასამართლო პროცესები ფორსირებულ რეჟიმში წარიმართება.

„არ გამოვრიცხავ არაფერს. დარწმუნებული ვარ დამიბარებენ დაკითხვაზე. ფორსირებულ დროში ჩატარდება ყველაფერი. თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს. არასდროს დავანებებ თავს ოთარ ფარცხალაძის თავდასხმის ფაქტს, რადგან ერთი არის თავდასხმის ფაქტი და მეორეა, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას”,- განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, არანაირი იმედი არ აქვს, რომ პროკურატურა იმ დასკვნას გამოიძიებს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაწოდა.

“ვაპირებ, ბოლომდე მივიყვანო ყველაფერი რაც უკავშირდება ოთარ ფარცხალაძის კორუფციულ საქმიანობას. მე რამდენად დავზარალდები ამაზე არანაირად ვფიქრობ. მე არ ვაკეთებ ამას რაიმე პოლიტიკური მიზნით ან პოპულარობისთვის. რამდენიმე ასეული ადამიანის თვალწინ ხუთმა თუ ადამიანმა მოახდინა თავდასხმა და მივიღე სერიოზული დაზიანებები, რადგან ოთარ ფარცხალაძეს არ მოეწონა აუდიტის სამსახურის საქმიანობა”, – განაცხადა თორდიამ.

banner
წინა სტატიაში“ადამიანის უფლებათა ცენტრი” გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას უფლებებს დაიცავს
შემდეგი სტატიაპროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტს მიენიჭა სტუ-ს სამართლის დოქტორის საპატიო წოდება