თუ დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გასცდება, აქტიურ შემზღუდვებზე მოგვიწევს ფიქრი – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ ქვეყანაში თუ ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის 14 დღის მაჩვენებელი 2%-ს გასცდება მთავრობას აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოუწევს ფიქრი.

“2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას, უკვე როცა 2%-ს გადასცდა და 1,94% არის ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით, ანუ უახლოვდება 2%-ს.

როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, რა თქმა უნდა, აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოგვიწევს ფიქრი. ცნობისთვის, დღევანდელლი მონაცემებით, ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი – 1,94%-ია”, – თქვა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიადაპირისპირება ჭყონდიდში- (ვიდეო)