თუ ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაული, მოვიქცევით შესაბამისად – გახარია “ბახალას” საქმეზე

შს მინისტრი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის ნარკოტიკების შესაძლო ჩადების ფაქტზე პროკლურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე იმოქმედებენ:
“ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება იქნება შელახული , ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ჩვენ ვიქნებით პრინციპულები. ასევე, ზუსტად როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი . ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა დაველოდებით პროკურატურის გამოძების დასრულებას და ვნახავთ ამის შედეგებს და იქ თუ ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაული, ან გადაამეტეს უფლებამოსილება, რა თქმა უნდა ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად” განაცხადა გახარიამ

banner
წინა სტატიაშისაია-მ ევროპულ სასამართლოში საჩივარი გააგზავნა
შემდეგი სტატია“როგორც ტურისტი ალბათ შემოვიდა და გავიდა…”- გახარია გროზნოს მერის ვიზიტზე