“თუ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას არ მიადგება რაიმე საფრთხე, განვიხილავთ რუსეთის დელეგაციის სტუმრობას საქართველოში”

საქართველოში ეუთოს სესიაზე რუსი დეპუტატების დასწრების შესაძლებლობაზე, რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან ქართველი კანონმდებლები.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკითხი გადაწყვეტილი არ არის და შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ არ დაირღვევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებული კანონი.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგი წერეთელი ამბობს, რომ შესაძლებელია მიღებული იყოს ერთჯერადი გადაწყვეტილებაც.

“მიუხედავად ძალიან დიდი პრობლემებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობა არ იქნება უგულებელყოფილი და გადაბიჯებული რაიმე მხრივ მაინც და ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას არ მიადგება რაიმე საფრთხე, ბუნებრივია, განვიხილავთ ყველა დელეგაციის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის დელეგაციის სტუმრობას საქართველოში,” – აცხადებს თავისუფალი დემოკრატების წევრი, ვიქტორ დოლიძე.

როგორ ეუთოში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი კოვალიოვმა განაცხადა, მათ ქართულმა მხარემ სიტყვიერი გარანტია მისცა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას რუსეთის დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრება.

ოფიციალურ მოსკოვს კოვალვიოვის თქმით, თბილისისგან წერილობითი გარანტიის მიღებაც სურს. მისი ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირება რუსულმა მხარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელისგან მიიღო.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია თბილისში მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ეს უკვე ნამეტანი დემოკრატიაა“- გია ხუხაშვილი კოალიციაში არსებულ ვითარებაზე
შემდეგი სტატია3 ქვეყანა და 2 არაღიარებულ ტერიტორია – აფხაზეთში დღეიდან უვიზო მიმოსვლა შედის ძალაში