თუ ჩვენ გვინდა რომანტიული კანონები ვწეროთ, ხელისუფლება ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ვერ აჩვენებს – ეკა ბესელია

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯოდმარე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული შენიშვნების არსს საერთოდ ვერ ხვდება.

„მე არ მესმის ამ ლოგიკის არსი, რასაც გვთავაზობს პრეზიდენტი, იმიტომ, რომ ეს ისედაც იგულისხმება, რომ არის პრემიერმინისტრის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. თუ ჩვენ გვინდა, რომ მოვშალოთ ყველა დაცვის ზღვარი და მაქსიმალურად გავაშიშვლოთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, წავართვათ მექანიზმები და რომანტიული კანონები ვწეროთ, ხელისუფლება ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ვერ აჩვენებს. ეს იქნება ძალიან სახიფათო ნაბიჯები განსაკუთრებით იმ გამოწვევების პირობებში, რომელშიც დღეს თანამედროვე სამყარო არსებობს,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიე.წ მოსმენების კანონი – სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო და ევროსასამართლოსთვის მიმართვას აპირებს
შემდეგი სტატიაფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ახალი მოადგილეები აირჩიეს