თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული დადებითობის მაჩვენებელი და მოსახლეობა არსებულ პროგრესს უნდა მოუფრთხილდეს.

„მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს „ნიუ პასაჟი“ წარმოებას აფართოვებს
შემდეგი სტატიათბილისის მერია კვების ობიექტებს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს