25.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

“თუ ჩემი შვილი ცოცხალია და ამ ყველაფერს უყურებს, მაშინ თავის ვინაობა არ იცის”- გურამ დადიანიძის დედა

გადაცემა „შუადღე Live“-ის ეთერში დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა შვილის სამძებრო სამუშაოებისა და საზოგადოების გამოხმაურების შესახებ ისაუბრა. 

სოფო ბიბილაშვილის თქმით, მისი შვილის ხასიათიდან გამომდინარე, იგი ოჯახს საკუთარი ნებით არასდროს მიატოვებდა და კონტაქტზე გამოვიდოდა, თუკი ამის უნარი ექნებოდა.

„ძალიან ბევრი მწერს და მაიმედებს, რომ ვიპოვნი ცოცხალს. მაგრამ ერთს ვიტყვი, თუ ჩემი შვილი ცოცხალია და ამ ყველაფერს უყურებს, მაშინ არ იცის თავის ვინაობა. გურიკა ამ ყველაფერს ვერ გადაიტანს. არც წავიდოდა და არც დამტოვებდა. გურიკა ისეთი ბავშვი იყო, მამიდამისსაც ვკითხე და მანაც დამიდასტურა, რომ თუ გურიკა ამ ყველაფერს უყურებს და კონტაქტზე არ გამოდის, მაშინ გონებაზე არ არისო“, — განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა.

ინფორმაციისთვის გურამ დადიანიძე 17 წლის ასაკში სოფელ მლეთაში  გაუჩინარდა. მას 12 წელია უშედეგოდ ეძებენ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: უკრაინის შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა მოსკოვის რეგიონში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო
შემდეგი სტატიაედ შირანმა ღაზაში ისრაელის მოქმედებები გააკრიტიკა და მაქლემორის გამო ბოდიში მოიხადა