თუ აშშ უკრაინას კასეტურ ბომბებს მიაწვდის, რუსეთი იძულებული გახდება გამოიყენოს იგივე იარაღი – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კასეტურ ბომბებს მიაწვდის, მოსკოვი “იძულებული იქნება” იგივე იარაღი გამოიყენოს.

შოიგუს მტკიცებით, რუსეთს დიდი რაოდენობით კასეტური საბრძოლო მასალა აქვს, თუმცა ამ დრომდე სამხედრო აქტივობებში მათ გამოყენებას ერიდებოდა.

“არც ჩვენ, არც ამერიკელები და არც კიევი არ შეერთებია კონვენციას კასეტური საბრძოლო მასალის წინააღმდეგ. რუსეთი აანალიზებს იმ საშიშროებას, რომელსაც ამ ტიპის იარაღი უქმნის მოქალაქეებს და ამიტომ, ჩვენ თავს ვიკავებდით მათ გამოყენებაზე. თუ ამერიკა მიაწვდის კასეტურ ბომბებს უკრაინას, რუსეთის შეიარაღებული ძალები იძულებულები გახდებიან, გამოიყენონ იგივე იარაღი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ”, – ამბობს შოიგუ.

მისივე მტკიცებით, რუსული კასეტური იარაღი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ამერიკული.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი – ნატო-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს
შემდეგი სტატიარუსეთის ეკლესია “თანაგრძნობით ადევნებს თვალს” მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას