თუ აშშ-ს აქვს ურთიერთობის გადახედვის სურვილი, ეს კარგი შესაძლებლობაა – ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე

“იმედი ლაივში” გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ არ იცის, იმ განცხადების რეალური მიზეზი, რომეელიც გუშინ აშშ-ის ელჩმა გააკეთა პენსიაზე გასვლის შესახებ, მაგრამ მისი თქმით, ეს არის ახალი და ძალიან კარგი შესაძლებლობა, რათა აშშ-მა გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობას, პოზიტიურ კონტექსტში.

“საელჩოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმიანობას ბოლო პერიოდში. არ ვიცი ეს, საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესებაში საელჩოს ასეთ შემადგენლობას თუ ასეთ საელჩოს, მოდით ასე ვიტყვი, შეეტანა გარკვეული წვლილი.

მე არ ვიცი რა არის მიზეზები, ჩვენ ვიცით მიზეზი ის, რაც გაცხადდა ელჩის მიერ, რომ ის ტოვებს დიპლომატიურ სამსახურს. ფაქტი არის ასეთი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ასევე აქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობები, ყოველგვარი წარსული, ასე ვთქვათ, რაღაც მოყოლილი ამბების გარეშე.

რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, თუ კი სურვილი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის, პოზიტიურ კონტექსტში, საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის, რაზედაც არაერთხელ ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ისაუბრა ღია წერილშიც, რა თქმა უნდა, ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობები”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი-სოხუმის მატარებლის მოძრაობა რკინიგზაზე აფეთქების გამო შეფერხდა
შემდეგი სტატიარუსული სამხედრო ტექნიკა ისევ “ნათლად იწვოდა” – ამჯერად ბრიანსკში