„თუ ასეთი წარმატებული იყო მიშა, ამიხსენით, რატომ ვერ ბრუნდება ის საქართველოში?!“

იაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენუკმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მედია კინკლაობა გამართეს.

როგორც ამერიკულ გამოცემა „Politico“-ს ჟურნალისტი წერს, სააკაშვილის მიერ წამოყენებული ბრალდებებისა და კრიტიკის საპასუხოდ, პრემიერმა იაცენუკმა სარკასტული პასუხი გასცა და ჟურნალისტის კითხვას კითხვითვე უპასუხა.

ჟურნალისტის თქმით, სააკაშვილის მხრიდან წამოსული კრიტიკის შესახებ დასმულმა შეკითხვამ უკრაინის პრემიერის სიმშვიდე დაარღვია.

„მიშა თავის ამპლუაშია. თუ ის ამდენად წარმატებული იყო საქართველოში, ამიხსენით, რატომ ვერ ბრუნდება? და რა სჭირს სასამართლო სისტემის რეფორმას?“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

ცნობისთვის, ოდესის გუბერნატორმა უკრაინის პრემიერი ოლიგარქების, კერძოდ იგორ კოლომოისკის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა. სააკაშვილის თქმით, უკრაინის მთავრობა ოლიგარქების ინტერესებით კონტროლდება, ხოლო თვითონ პრემიერი იაცენუკი რეგულარულად კოლომოისკისა და რინატ ახმეტოვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთი საქართველოს ყველა მთავრობას განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნება
შემდეგი სტატიანიკა გვარამია -“ქერის უბანს” ახალი გმირი ჰყავს