თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება დიდი სკანდალის საფუძველი

ექსპერტი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ საქართველოს მონაწილეობა კიბერთავდასხმაში ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა თუ ეს მოხდება, ეს ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს მიაყენებს და დიდი სკანდალის საფუძველი გახდება.

“ის რომ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და დასავლეთისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოები აქტიურად ცდილობენ არალეგალურად, ჰაკერული გზებით შეაღწიონ სამეცნიერო თუ სამედიცინო დაწესებულებებში და მოიპარონ მონაცემები, ეს უკვე დამტკიცებული ფაქტია, და ამაზე დასავლური სპეცსამსახურები უკვე მუშაობენ. მაგრამ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში უკვე საქართველოც ფიგურირებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის დადასტურებული ფაქტი, მაგრამ თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება დიდი სკანდალის საფუძველი და გაჩნდება დიდი კითხვები საქართველოს ხელისუფლებისადმი და რას აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ქვეყნის კიბერსივრცე”, – აცხადებს ექსპერტი გიორგი რუხაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი:ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ სცოდნოდა
შემდეგი სტატიაკოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ჯერ არ შექმნილა სასულიერო პირები “ეშმაკისეულს” უწოდებენ