13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

“თუ ასე უნდათ, ჩემს დიპლომატიურ პასპორტს ვაჩუქებ, საერთოდ არ მჭირდება” – თენგიზ შარმანაშვილი

“მსოფლიო დარწმუნდა, რომ კაია კალასი არაობიექტურია, თუ ასე უნდათ, ჩემს დიპლომატიურ პასპორტს ვაჩუქებ, საერთოდ არ მჭირდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოსთვის კარგს არაფერს გააკეთებს.

„პატრიცია ჟებეკმა, რომელმაც მოამზადა ვითომ ეს მოხსენება და რომელიც წინასწარ იყო დაწერილი, განაცხადა, რომ არ ვგულისხმობდი, რაიმე სამართლებრივი პროცედურა უნდა დაიწყოსო. ცოტა ხნის წინ ვთქვით, სასამართლოს რომ მიმართონ, ეს მათ სასამართლო პროცესად გადაიქცევა-თქო. მაშინ ამას ქილიკით შეხვდნენ და ახლა მისი განმარტება ნახეთ. თავად ყველაზე კარგად იციან, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ეს პროცესი კრახისთვის არის განწირული. მისი განმარტებები გადაიკითხეთ და ყველაფერს მიხვდებით. საქართველოს მთავრობამ კითხვებს განმარტებები წერილობითაც კი გადასცა, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი სიტყვით ახსენა, რომ მთავრობისგან განმარტებები მიიღო, თუმცა მოხსენებაში მხედველობაში არანაირად არ მიუღია. მოყვანილი ფაქტები არც უარყო, არც მოსაზრებები გააკრიტიკა და არც გაიზიარა. როცა დასკვნა წინასწარ არის დაწერილი და სილამაზის გამო ჩამოდიან, რომ ვინმეს დაანახონ ინფორმაციის შეგროვება, ასეთ პროცესს არანაირი აზრი არ აქვს. რაც შეეხება კაია კალასის განცხადებას, როგორ შეიძლება „მოსკოვის მექანიზმს“ უპასუხონ, კაია კალასი საქართველოსთვის რაიმე კარგს რომ არ გააკეთებს, ვიცით, თუმცა მისი ძალისხმევა უკვე სასაცილო ხდება. მსოფლიო დარწმუნდა, რომ ეს ადამიანი არაობიექტურია. მას ამერიკიდან საერთოდ არ ხვდებიან. გადაწყვეტილებები ხალხს არ შეეხება, იმდენად უაზრო ნაბიჯებს დგამენ. თუ ასე გინდათ, ჩემს დიპპასპორტს გაჩუქებთ, საერთოდ არ მჭირდება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება – კავკასიის მედიცინის ცენტრი
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს