თუ ასადის გადაწყვეტილების შესახებ საგარეო უწყებამ მედიისგან გაიგო, დასტურდება უწყების უსაქმურობა და უპასუხისმგებლობა – ბოკერია

„ასადი რომ გაღიარებს ეს დადასტურებაა, რომ არალეგიტიმური ხარ და სისხლიანი რეჟიმია შენი მოკავშირე და ორივენი ხართ პუტინის კლიენტი რეჟიმები,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარების შესახებ.

თუმცა, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლების შიგნით არსებულ პრობლემებზე მიუთითებს ის ფაქტი, თუ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული რეგიონების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მედიისგან გაიგო.

„თუ დასტურდება, ის რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრესისგან გაიგო ამის შესახებ, ეს არის უკვე დიაგნოზი ჩვენი ხელისუფლების შიგნით იმიტომ, რომ ხელისუფლება იმისთვის გვყავს, რომ ყველაზე ცუდ რეჟიმებთანაც უნდა იმუშაოს, რათა არ მოხდეს აღიარება ამ თვალსაზრისით გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ჩაუტარებია შესაბამისი სამუშაოები ყველა იმ პარტნიორთან ან თუნდაც ძალიან პრობლემატურ მოთამაშესთან,ვისთანაც ის უნდა მუშაობდეს. ამის დასტურია ის, რომ პრესიდან გაიგეს ამის შესახებ და ამაზე მეტი დადასტურება არაკომპეტენტურობისა და უსაქმურობის და უპასუხმგებლობის ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ პარლამენტისა და პარლამენტის შიგნით ოპოზიციის ვალდებულებაა ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ ამ თემაზე გვქონდეს საშუალება აღმასრულებელ ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხები და დავუსვათ კითხვები,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშივერცერთი გარეშე პირი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის, ვერ ჩაერთვება – შოთაძე სარალიძეს შეხვედრას სთავაზობს
შემდეგი სტატიაკიევში მოკლული ჟურნალისტის ანტიქართული ტექსტები და ფოტო, რომელსაც ქართველები ვერ ივიწყებენ