თუ არჩევნები სავალდებულო არ იქნება, ხმას არ მივცემ ცვლილებებს- კვიციანი

ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭერს მხარს, თუკი არჩევნებზე მისვლა მოსახლეობისთვის არ გახდება სავალდებულო.

„ვერ ჩატარდება საქართველოში სამართლიანი არჩევნები, თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი არჩევნებზე. ეხლა აღარ არიან აქ ადამიანები, რომლებიც გულზე არ გეხატებათ არც თქვენ და არც ჩვენ, ამათ დაარტყამთ ის სამართლიანი არჩევნები. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, აუცილებლად უნდა შევიდეს ეს ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, მე ხმას ვერ მოგცემთ”,- განაცხადა კვიციანმა.

banner
წინა სტატიაში“ეს იქნება რეალური შესაძლებლობა, რომ კოალიციური მთავრობა ვიხილოთ”
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პირველად პოლიტიკურ ისტორიაში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა”