თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, რა თქმა უნდა, ამას სანქციები მოჰყვება – აქუბარდია

პარლამენტის დეპუტატის და პარტია “საქართველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, თუ 26 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება, ამას შტატების მხრიდან აუცილებლად მოჰყვება სანქციები და სწორედ ამის მანიშნებელი იყო ის განცხადება, რაც გუშინ სახელწმიფო დეპარტამენტში გაკეთდა.

იმ შემთხვევაში თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სანქციები, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე. ამით დაზარალდება ხალხი, ეს განცხადებები კიდევ ერთხელ არის იმის მანიშნებელი, რომ კარგად უნდა გაიაზროს ბიძინა ივანიშვილმა თუ რა რისკს უქმნის ამით ამ ქვეყნის ხალხს და ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს”, – განაცხადა აქუბარდიამ.

“ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სანქციებს აანონებს“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადციულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს “არ გამორიცხავს”.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე კობახიძეს: “ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს”
შემდეგი სტატიამილერი: საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობს