თუ არ შეგვიშვეს, აწეული ხელებით მაინც შევალთ – გურამ ფალავანდიშვილი

ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა, ფილმის გათიშვა, კომბლების გარეშე, – ამის შესახებ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით განაცხადა.

ფალავანდიშვილის თქმით, თუ ამ სამი დღის განმავლობაში ფილმის ჩვენება მაინც გაიმართება, პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს.

„ვაპირებ, არაძალადობრივად გამოვრთო ფილმი და მოვაწყო პიკეტირება. თუ არ შეგვიშვეს, აწეული ხელებით მაინც შევალთ. მქონდა იდეა, დავმჯდარიყავი კინოთეატრში. თუ შსს-ის უნდა და იცავს ეკლესიის, ერის, ყველაფრის მიუხედავად ამ ფილმის გაშვებას, ხელებაწეულები შევეცდებით, ამას შევეწინააღმდეგოთ. ამ ფილმის გაშვება არის საშინელება. თუ ამ სამი დღის განმავლობაში მაინც გაიმართება ფილმის ჩვენება, პასუხი მთავრობას უნდა მოვთხოვოთ.

ფალავანდიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ფილმის პრემიერა მაინც გაიმართება, პროტესტი რუსთაველზე გადაინაცვლებს.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“გეი სიყვარულზე ფილმის ჩვენებისას დარბაზში ერთი მამაკაცი მეორეს ხელს სთხოვს“ – სანდრო ბრეგაძე
შემდეგი სტატიარას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში? – ოლიგარქის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს, ქვეყნის 20%-ს, რომელიც ოკუპირებულია – ნაცვლიშვილი თამარ ჩუგოშვილის წერილს ეხმაურება