თუ არ გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს, ეს უკვე სადიზმის დონე იქნება – ნიკოლოზ სააკაშვილი

„თუ არ გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს, ეს უკვე სადიზმის დონე იქნება“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილის მამა, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის მოუწოდებს გადადგას სწორი ნაბიჯი და გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე.

„საკითხი დგას ასე – ყოფნა არ ჰყოფნის. გადავიყვანთ გადავრჩებით, არ გადავიყვანთ შეიძლება, სავალალო შედეგები მივიღოთ. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რაც გადასადგმელია, თუ მას უნდა სინამდვილეში განიტვირთოს სიტუაცია. მივმართავ პრეზიდენტს, რომელიც სულ ლაპარაკობს დაპირისპირებაზე, ლაპარაკობს ერთს და აკეთებს მეორეს, არანაირი დაპირისპირება არ იქნება, პირიქით მადლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, თუ ეს არ მოხდება ეს უკვე იქნება სადიზმის დონე“, – აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება – პესკოვი
შემდეგი სტატიათურქული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია „არჩელიკი“ „ვირპულისა“ და „ინდეზიტის“ რუსულ აქტივებს ყიდულობს