“თუ ანაკლიის პროექტი ახლა არ განვახორციელეთ, გადაიდება ან საერთოდ არ განხორციელდება”

“ვიღაცას უნდა მონათლოს, რომ ესაა(ანაკლიის პორტი) მამუკა ხაზარაძის პროექტი, ეს არაა მამუკა ხაზარაძის პროექტი. ესაა თითოეული ჩვენთაგანის პროექტი. თუ ჩვენ ეს დრო დავკარგეთ ეს პროექტი პირდაპირ გეუბნებით ან გადაიდება რამდენიმე წლით ან საერთოდ არ განხორციელდება ამა მე ვამბობ მთელი სერიოზულობით”,- ამის შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში “ფორბსის კვირა გიორგი ისაკაძესთნ ერთად” გააკეთა.

მისი თქმით, თუ პროექტი გადაიდება იმ გათვლებით, რომ ახალი ტენდერი გამოცხადება ან 600 მილიონს თვითონ სახელწიფო ჩადებს, ქვეყანა პროექტს დაკარგავს.

“ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ვარ აქ და ჩემს გარეშე სხვას არ შეუძლია ამის კეთება. მეგა პროექტების კეთებას აქვს “მომენტუმი” და “მომენტუმი” დგება ბევრი შემადგენელი ფაქტორისაგან. ესაა გეოპოლიტიკური, ესაა ბანკების მზაობა, ქვეყნის მზაობა რომ მხარში დაუდგეს ამ პროექტს, ესაა კერძო ინვეტორების მზაობა, რისკების აღება იმაზე, რომ 4 კილომეტრში შენ კონფლიქტის ზონა გაქვს ამ დროს იგივე ზონაში სხვა ტერიტორიაზე მცოცავი ანაექსია მიდის…

როგორც კი ეს გადაიდება იმ გაწყობით, რომ ახალ ტენდერს ჩავატარებთ, 600 მილიონი რა არის? ჩვენ თვითონ ჩავდებთ. ესაა ტყუილი და ჩვენ ამ პროექტს დავკარგავთ. მე აქ არ ვლაპარაკობ იმ დანაკარგზე, რასაც მე და ჩემი ჯგუფი განვიცდით, რადგან ეს არაფერი არ იქნება იმ დანაკარგთან მიმართებაში, რასაც საქართველო ნახავს ამ პროექტის დაკარგვით ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ,”-აცხადებს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშისაშვები პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენციისთვის
შემდეგი სტატიაჩვენ შევქმენით საარჩევნო პოლიტიკური ბლოკი „ევროპულ საქართველოსთან“ და მიმაჩნია ეს ძალიან სწორ და გამართლებულ ნაბიჯად