9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

“თუ ამას გააკეთებენ, მთელ რეგიონს ნახევარ საათზე ნაკლებ დროში ჩავაბნელებთ”- ლარიჯანი

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი  ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ რეგიონში ელექტროქსელებს დაესხმება თავს, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ისლამური რესპუბლიკის ელექტროენერგიის მიწოდებაზე განახორციელებს თავდასხმას.

„თუ ისინი ამას გააკეთებენ, მთელი რეგიონი ნახევარ საათზე ნაკლებ დროში დაბნელდება“, – თქვა ლარიჯანიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებს შეუძლიათ ირანის ელექტროენერგიის მიწოდება „ერთ საათში“ შეწყვიტონ, რაც ქვეყანას რეკონსტრუქციის წინაშე დააყენებს, რომელსაც შეიძლება ერთი თაობა დასჭირდეს.

banner
წინა სტატიაშიშმეიხელი კვარაცხელიაზე: როცა ხვიჩა თამაშობს, გუნდი სრულიად განსხვავებულია, მან 28 წუთში თამაში შეცვალა
შემდეგი სტატია“ირანი დაღუპული ირანელების სისხლისთვის შურს იძიებს”- უზენაესი ლიდერი