თუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება, ამ სისტემამ გვენეტაძე მოინელოს

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას

“თუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება გვენეტაძე მოინელოს სისტემამ,” – ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძე, გადაცემა არჩევანში დღეს მიმდინარე პროცესებს.

მან ნინო გვენეტაძის მხარდაჭერის პროცესი გაიხსენა და თქვა, რომ პარლამენტში მის კანდიდატურის მხარდაჭერა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ის პრეზიდენტმა ღია გამჭვირვალე წესით შეარჩია და წარადგინა. თუმცა, მისივე თქმით, დღეს უკვე მიმდინარე პროცესები შეშფოთების საბაბს იძლევა.

„დღეს შეშფოთების საგანი ნამდვილად გვქონდა, რადგან ნამდვილად არ გვესიამოვნა მურუსიძის გვერდით მდგარი ნინო გვენეტაძის ყურება და ვფიქრობთ, რომ თუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება, გვენეტაძე მოინელოს სისტემამ,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანი ე.წ. ტესტების სკანდალთან გვენეტაძისა და მურუსიძის კავშირზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ჩელსმა” სქესობრივი უმცირესობებისთვის ფან-ჯგუფი შექმნა