“თუ ახლა არ დავიჭირეთ თადარიგი, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით მაისი ბოლოს და ივნისში”

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტმა დამატებითი სამუშაო დღეები უნდა დანიშნოს, რათა ყველა საკითხის განხილვა მოასწროს.

დღევანდელ ბიუროს სხოდმაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტს განსახილველი აქვს საკონსტიტუციო ცვილებები და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

“ჩვენ ვმსჯელობდით, რომ დაგვჭირდებოდა დამატებითი სამუშაო დღე, რადგან კანონპროექტები და ანგარიშები გვაქვს განსახილველი. ასეთი ანგარიშების განხილვას შემოდგომაზე ვაგრძელებდით, მაგრამ წელს, ამის საშუალება არ გვაქვს. პარლამენტმა არ შეიძლება, მუშაობა დავამთავროთ ისე, რომ ჩვენთან ანგრიშვლადებული ორგანოების ანგარიშები სრულფასოვნად არ განვიხილოთ პლენარულ სხდომებზე. იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბერი პრაქტიკულად, საარჩევნო კამპანიით იქნება სავსე და არა პლენარული სხდომებით, ეს ყველაფერი უნდა მოვახერხოთ მაისში და ივნისში. თუ ახლა არ დავიჭირეთ თადარიგი, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით მაისი ბოლოს და ივნისში”,-განაცხადა დავით უსუფაშვიმა.

როგორც მან აღნიშნა, პლენარული სხდომების გრაფიკთან დაკავშირებით, ის კონსულტაციებს პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს.

უსუფაშვილი ფიქრობს, რომ დამატებითი სამუშაო დღეები 11,12 და 13 მაისი იქნება.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატიაბოტანიკური ბაღის გასხვისების აუქიონს “ნაციონალური მოძრაობა” აქციით აპროტესტებს