თუ აღმოჩნდება, რომ იქ არაა შესაბამისი პირობები, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე – სერგეენკო სააკაშვილზე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ შესაბამისი პირობები არაა, სახელმწიფომ მის გადაყვანაზე უნდა იზრუნოს.

“მე ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ თუ ექიმებს მიეცემათ საშუალება ობიექტური, ყველასთვის აღქმადი სურათი დადონ, რომ იქ ადეკვატური პირობები არის, მაშინ კითხვები უნდა გაქრეს გადაყვანაზე, თუკი რეალურად აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე. ჩემი აზრით, პოლიტიკის ჩარევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში რევს სიტუაციას. მე არ მეშინია სიტყვა კრიზისის ხსენება, ვახსენებ კრიზისი კი ბატონო, შეგვიძლია სხვა ტერმინი დავარქვათ, არის დაძაბულობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას. აცალონ ექიმებს და ძალიან სწრაფად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას”, – თქვა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიაქ ერთი ჯილდო უფრო მეტი ღირს, ვიდრე მთელი ქართული ოცნება თავის დამფუძნებლიანად – პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზე
შემდეგი სტატიამიხეილ დაუშვილი – მოვუწოდებ „ოცნებას” არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე