„თუ 50%-იან ბარიერს შემოიღებენ, ოლქებს გამოათანაბრებენ, ეს არასაკმარისი იქნება”- ვახუშტი მენაბდე

საარჩევნო ოლქების საზღვრებისა და მაჟორიტარების საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებული საკითხების შეცვლა არასამთავრობო სექტორისთვის მიუღებელია.

კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები არჩევნებზე გარკვეული სახის ზემოქმედებას მოახდენს, თუმცა, მას არ შეუძლია ახლანდელი მიდგომა არსებითად შეცვალოს და ის იმ მოთხოვნას ვერ პასუხობს, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციას ჰქონდა.

მათი განცხადებით, ამ ცვლილებების შედეგად პრიორიტეტული ისევ ის პარტია რჩება, რომელიც უმრავლესობაშია.

„თუ 50%-იან ბარიერს შემოიღებენ, ოლქებს გამოათანაბრებენ, ეს არასაკმარისი იქნება, რადგან მაჟორიტარული ოლქების არსებობა იმ სისტემით, რაც ჩვენ გვაქვს, შესაძლებლობას იძლევა, რომ გამარჯვებულ პარტიას საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი მანდატი შეხვდეს, ვიდრე მას სამართლიანად ეკუთვნის,“- განაცხადა კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა და კოალიციის ავიაციამ ერაყში ტერორისტების პოზიციებზე იერიშები განახორციელეს
შემდეგი სტატიაე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის განცხადების შემდეგ გამომძიებლებმა დაკავებულები დაკითხეს