25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

თუ 50 დღეში სამშვიდობო შეთანხმება არ შედგება, რუსეთს 100%-იან ტარიფებს დავუწესებთ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ წინასწარ დაანონსებული ‘აგრესიული განცხადების” მთავარი დეტალები ასეთია:

„ძალიან უკმაყოფილო ვარ რუსეთით… 50 დღეში სამშვიდობო შეთანხმების არ დადების შემთხვევაში მეორად ტარიფებს შემოვიღებთ, ეს ძალიან მარტივია და ეს ტარიფები სულ მცირე 100%-იანი იქნება”…. აღნიშნული ეკონომიკური ზეწოლა შეეხება რუსების პარტნიორ ქვეყნებსაც, სადაც ოკუპანტები ამჟამად ჰყიდიან ნავთობს.

„დღეს შეთანხმება მივიღეთ, რომ უკრაინას იარაღს გავუგზავნით და ამის საფასურს ნატოელი მოკავშირეები გადაიხდიან. აშშ არ გადაიხდის ამ თანხას. ჩვენ არ ვყიდულობთ, მაგრამ დავამზადებთ და ისინი გადაიხდიან.“

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე:

„თუ პუტინს გონიერება ჰყოფნის და მოისმენდა იმას, რასაც ტრამპი ამ 50 დღეში გეგმავს, დავფიქრდებოდი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე. ეს შესანიშნავი სიახლეა უკრაინისთვის”.

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნები უკვე „აქტიურდებიან“ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში… ეს პირველი ტალღაა და უფრო მეტი კონტრიბუცია იქნება. ევროპულ ქვეყნებს სურთ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება,“ — აღნიშნა რუტემ და დაამატა, რომ სამხედრო დახმარება სწრაფად გაიგზავნება უკრაინაში.

banner
წინა სტატიაშიმზია ამაღლობელი – როდესაც დგებუაძემ შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ვითხოვე საპირფარეშოც, მან კი თქვა: „არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო” – სამმართველოში ყველა მომართული იყო, არაადამიანურად მომქცეოდა
შემდეგი სტატია„სადგურის მოედანზე“ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას, მსხვერპლი მოჰყვა