თუ 1-2 კვირით გადავდებთ გარუჯვას, გპირდებით, რომ გაისად ყველა ერთად ევროპაში გავირუჯებით – მანჯგალაძე

“ხალხი ბევრად უფრო მეტად რადიკალურია, ვიდრე ჩვენ ამ რადიკალიზაციის სივრცეებს ვხედავთ. გუშინ ამბობდნენ, რომ თვითმოქმედებით აპირებდნენ კანცელარიის პიკეტირებას. ყველგან გვეკითხებოდნენ „გეგმა რა არის, მზად ვართ ბოლომდე“. ცრუ ილუზია არ შეიქმნან კობახიძემ და ღარიბაშვილმა, რომ ხალხი დაიღლება, წავა გასარუჯად და შეინარჩუნებენ ძარცვის უფლებას.

არ დავიღალოთ, კიდევ გამოქვეყნდება ახალი გეგმა და გამოვიდეთ ქუდზე კაცი. თუ ერთი ან ორი კვირით გადავდებთ გარუჯვას და დასასვენებლად წასვლას, გპირდებით, რომ გაისად ყველა ერთად ევროპაში გავირუჯებით.

ორგანიზატორების ან პოლიტიკოსების დამუნათება „რატომ დააგდეს მუხტი“, გაუგებარია. გეგმა იყო, რომ დავრჩეთ და ღარიბაშვილის მოსვლას დაველოდოთო, 50-150 კაცი რომ დარჩა ღამით, დანარჩენები სად ვიყავით? 5000 ადამიანი რომ ვყოფილიყავით, ხომ მეტი დისკომფორტი შეექმნებოდათ. მხოლოდ საუბარი არ არის საკმარისი, უნდა გადავიდეთ ქმედებებზე. ჩვენ სადაც ხალხი მოგვინიშნავს ადგილს და გვეტყვის, იქ ვიქნებით”,

ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პალიტრანიუსის ეთერში, 3 ივლისის აქციაზე საუბრისას

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი აბიტურიენტებს – მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლასა და კეთილდღეობას