თსუ-ის თვითმმართველობის წარმომადგენლები განათლების მინისტრს შეხვდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები განათლების მინისტრს შეხვდებიან.

განიხილება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც თვთმმართველობის რეფორმირებასაც გულისხმობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა რა ფორმით უნდა არსებობდეს ის.

თვითმმართველობის წევრები არ იზიარებენ მოსაზრებას მისი გაუქმების შესახებ, ასევე მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებში სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც უნდა ჩერთონ.

„ეს ინსტიტუცია დღევანდელ დღეს არის მაქსიმალურად დემოკრატიული, დეპოლიტიზირებული და დამოუკიდებელი და ეს საჭიროა, რომ შენარჩუნდეს,“ – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა.

banner
წინა სტატიაშიხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში – სხდომა კვორუმის არარსებობს გამო მეხუთედ ჩაიშალა
შემდეგი სტატიამოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზი დროებით დაატოვებინა