ხმაური და დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან – მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თსუ-ს მეორე კორპუსი, დაცვისა და პოლიციის თანხლებით დატოვა, ადგილზე დაპირისპირება დაიწყო. “ოცნების” “ტიტუშკები” რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს ისევ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
“როდესაც მივუახლოვდით კობახიძეს, მოგვივარდნენ გინებით და ფიზიკური შეურაცხყოფით” – ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, ნიკო მანაგაძე.