14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

თსუ-სთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარებისთვის ხელმოწერები გროვდება

თსუ-სთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარებისთვის ხელმოწერები გროვდება.

,,ამ ბავშვებზე უნდა იყოს ზრუნვა ყველგან და ყოველთვის, რადგან მათთვის ყოველი დღე მართლაც გადამწყვეტია. უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ბავშვები არ წვალობდნენ და მათ ჰქონდეთ ის საჭიროებები, რაც არის ელემეტარული, იქნება ეს: ეტლი, სასაუნთქი აპარატი თუ ნებისმიერი რამ.

მთავრობას არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ აღებული და ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის. ჯერ ამ ბავშვების გადარჩენით უნდა დავიწყოთ, ისინი ანგელოზები არიან. საბოლოო ჯამში, დავწერთ ოფიციალურ წერილს, კობახიძეს პირდაპი8რ სახეზე ავაკრავთ, რომ ხალხი ამას ითხოვს, ბიუჯეტი ამისთვისაა და უნდა დაფინანსდეს ეს წამალი, – განაცხადა ილიაუნის სტუდენტმა, აჩი გოჩიტაშვილმა.

თსუ-ს ეზოში უკვე მივიდნენ “ოპოზიციის ალიანსში” შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები, ასევე, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

შეკრებილები საპროტესტო მსვლელობით დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ გადაინაცვლებენ.

banner
წინა სტატიაშითსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: ჩვენი ვალია, პროტესტის კერები გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ და საერთო ეროვნულ პროტესტად ვაქციოთ