თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამ დროისთვის უნივერსიტეტში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია. მე-6 კორპუსს, რომელიც გუშინ „აუდიტორია 115-ის” წევრებმა დაიკავეს, იქ საარჩევნო უბნის გახსნა დაგეგმილი არც ყოფილა.

როგორც თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემეტრე ეგნატაშვილმა განაცხადა, საარჩევნო პროცესი 13 უბანზე მშვიდობიანად მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგს დაახლოებით 20:00 საათისთვის გამოაცხადებს.

უნივერსიტეტის სტუდენტები პირდაპირი წესით თვითმმართველობის 140 დელეგატს აირჩევენ. დელეგატები ირჩევენ სტუდენტური თვითმმართველობის შიდა ორგანოებსა და თვითმმართველობის პრეზიდენტს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარვაშიძე : თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი : ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა ორიენტირებული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე