თსუ-ში „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაპურისპირდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან სტუდენტების ნაწილი „შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდა, რა დროსაც მათსა და სავარაუდოდ, სტუდენტების მეორე ჯგუფს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამოქალაქო მოძრაობის წევრი, სტუდენტი სოფო მოლაშხია აცხადებს, რომ მათ კამპანიას „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უშლიან ხელს.

კამპანიის წევრებთან დაპირისპირებულმა ერთ-ერთმა სტუდენტმა ნიკოლოზ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ მაღლივში გამოცდა ჰქონდა და ამიტომ მივიდა იქ, თუმცა არ უარყვია რომ „ოცნების“ მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად პარტია და ისნის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაცია აქვს მითითებული.

სტუდენტების დაპირისპირების განმუხტვას თსუ-ის უსაფრთხოების სამსახური ცდილობდა. მოგვიანებით, ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა.

„შინ ევროპისკენ“ კამპანია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიისთვის ჩასულებს მმართველი პარტია “ქართულო ოცნების” მიერ მობილიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხვდებიან. 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით რიგი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე დღეა, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი – უსამშობლო ბიძინა ივანიშვილი, რომლისთვისაც სამშობლო მხოლოდ მილიარდებია, მზად არის საკუთარი ძალაუფლებისთვის ადამიანები დააპირისპიროს ერთმანეთთან
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – სასაცილოა საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, თუმცა ჩვენი ოპონენტებისგან ეს გასაკვირი არ არის