თსუ-ში რექტორის არჩევნები დღეს გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება. ამ თანამდებობაზე სამი კანდიდატია წარმოდგენილი. განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე, უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე და პროფესორი გიორგი ბარამიძე.

სამ კანდიდატს შორის არჩევნაი აკადემიური საბჭოს 36-მა წევრმა უნდა გააკეთოს. უნივერსიტეტის რექტორის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი.

„ორ საათზე გაიხსნება უბანი და დაიწყება კენჭისყრა, რომელიც გასტანს მაქსიმუმ 4 საათამდე. კომისია გადათვლის ხმებს და გამოაცხადებს შედეგებს,“-აღნიშნა პროცედურაზე საუბრისას თსუ-ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემეტრე ეგნატაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილი : როდესაც ის ბრძანებს, რომ პინგ-პონგი არ უნდა, მე ვამბობ, რომ ცალ კარში თამაშსა და პენალტებზე არ ვარ თანახმა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი მიწერილ წერილს ასაჯაროებს