თსუ-ში კანცლერობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 13 მაისს დასრულდება.

თსუ-ში კანცლერობის კანდიდატზე ახალი კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კანცლერობის წინა კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა, სტუდენტთა ნაწილის პროტესტის გამო, კანდიდატურა მოხსნა.

ამასთან, უკვე დასრულდა აკადემოიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია.

თსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნები 11 მაისს უნდა გაიმართოს. 16 მაისიდან კი, უნივერსიტეტს ახალი აკადემიური საბჭო ეყოლება.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში ორი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს
შემდეგი სტატიააშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ბინ ლადენის დაჭერის ტვიტ-ტრანსლაციის გამო გააკრიტიკეს