თსუ-ში დღეს აქციის გაგრძელებას გეგმავენ – გაზრდილია სტუდენტთა მოთხოვნები

სიმშვიდეა ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინდელი ხმაურიანი დაპირისპირებების შემდეგ. სტუდენტები დღეს აქციების გამართვას ისევ გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გაზრდილია მოთხოვნებიც – სტუდენტები ითხოვენ გუშინ ჟურნალისტებსა და სტუდენტებზე მომხდარი ძალადობის ფაქტები იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ. მოთხოვნათა შორის არის თვითმართველობის ლიდერების გადადგომაც.

პარალელრუად, სტუდენტთა ნაწილმა რუსთავი 2-ს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა რამდნემე საათის წინ ისინი აცხადებდნენ, რომ ბოიკოტი გაუქმებულია და არხთან თანამშრომლობას აპირებდნენ.

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მომხრეები კი ლადო პაპავას კაბინეტთან ელოდებიან – ახალგაზრდები კიდევ ერთხელ აპირებენ რექტორს გადადგომა მოთხოვონ.

უნივერსიტეტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწავლებლის დაცვის სამსახური.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ეს არის ამაზრზენი, არავის არ აქვს უფლება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს