თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა თანამდებობები დატოვეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური და ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბახტურიძე პოსტებს ტოვებენ. ამის შესახებ მათ განცხადება თსუ-ს პირველ კორპუსში გააკეთეს.

საბაურის და ბახტურიძის განცხადებით, დანაპირები შეასრულეს და რექტორის გადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვეს.

საბაური და ბახტურიძე აცხადებენ, რომ რადიკალურ გზებს მიმართავენ, მათი თქმით, განათლების მინისტრი 115-ე აუდიტორიის წევრებს ხვდება.

საბაურისა და ბახტურიძის განცხადებით, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისთვისა და ოდეერების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ, რომ უფრო საშიშები იქნებიან.

banner
წინა სტატიაშიMicrosoft-მა ბრენდი Nokia გაყიდა
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო ანკარაში მოქალაქეებს 19 მაისს მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს