თსუ-ს რექტორობის ყოფილი კანდიდატები აკადემიური საბჭოს არჩევანს არ ეთანხმებიან

თსუ-ს რექტორობის ყოფილი კანდიდატები აკადემიური საბჭოს მიერ გაკეთებულ არჩევანს არ ეთანხმებიან.

რექტორობის ყოფილი კანდიდატი ცირა ბარამიძე მიიჩნევს, რომ საბჭომ კანდიდატების შესაძლებლობები სწორად ვერ შეაფასა.

“არასწორად შეაფასეს შესაძლებლობები, რადგან მათ აკადემიურ თანამდებობაზე აირჩიეს არა მეცნიერი, არამედ მენეჯერი. წლების განმავლობაში ამ პრაქტიკამ რა შედეგებიც გამოიღო, ვიცით. სახელმწიფო ვერტიკალმა პორტირება მოახდინა თავის კანდიდატურის. ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიის ხელყოფა”, – განაცხადა ცირა ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის თქმით, გია შარვაშიძე პოლიტიკურად დანიშნული რექტორია.

“აკადემიურმა საბჭომ მოახდინა წინასწარ დანიშვნის პროცესის “გაპრავება”. ბატონი შარვაშიძე არის პოლიტიკურად დანიშნული რექტორი. მე გავაპროტესტებ ყველა ჩემთვის ხელმისაწვდომი საშუალებით, არ ვაპირებ გასაჩივრებას, უბრალოდ დავწერ სამეცნიერო სტატიებს, გავაკეთებ მიმართვებს სხვადასხვა ცენტრთან, რომ ეს პროცესი რაც ახლა დაიწყო, არის უნივერსიტეტის დესტაბილიზაციისაკენ მიმართული”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 36 წევრისაგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე აირჩია, რომელმაც 21 ხმა მიიღო.

რექტორობის კანდიდატებად გია შარვაშიძე, ცირა ბარამიძე და გია ბარამიძე იყვნენ დარეგსტრირებულნი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: წელს არის პირველი არჩევნები, როდესაც არ არის ზედმეტი დაძაბულობა
შემდეგი სტატია(video) 90 წლის პროდიუსერი ობამასთვის შარვლის ჩახდას შეეცადა