თსუ-ს რექტორის მოადგილედ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ახალი მოადგილე წარადგინა. გიორგი შარვაშიძის მოადგილედ პროფესორი მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

მიხეილ ჩხენკელს დოქტორანტურა ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს დამთავრებული და მას მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. წლების განმავლობაში აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ასწავლიდა. ჩხენკელს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საბჭოს გუშინ წარედგინა, დღეს კი მისი დანიშვნის ბრძანება დაიწერება.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: თუ ხარ გუნდში, კეთილი ინებე და ითამაშე გუნდური თამაში
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა