თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ლადო პაპავას საქმის შესწავლა დაიწყო

ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხის განხილვა გრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აკადემიურმა საბჭომ რექტორის საქმიანობისა და თვითმმართველობის ბრალდებების შესწავლა დაიწყო.

დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები აკადემიურ საბჭოს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

სწორედ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, სტუდენტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.

„რისი აღიარებაც მოხდა რექტორის მხრიდან არის ის, რომ თურმე, კანცლერის თანაშემწე არის რექტორის ცოლის ნათესავი, ის მართლაც იკავებს კანცლერის თანაშემწის პოზიციას უნივერსიტეტში, თუმცა, არ ვიცი სად არის კაბინეტი, იცნობს თუ არა ამ ადამიანს ვინმე, ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. რაც ლადო პაპავამ აღიარა არის ის, რომ იცოდა, ამ ადამინს გარკვეული შეხებები ჰქონდა ძალოვან სტრუქტურებთან. ასევე თქვეს, რომ დაწყებულია განხილვის პროცესი პაპავას იმპიჩმენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა შაკო საბაურმა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: აბაშიძე-კარასინის საკომუნიკაციო არხი გამოყენებული უნდა იყოს
შემდეგი სტატია“სუს-ი არის პოლიტიკური პოლიცია” – ირმა ნადირაშვილი