თსუ-ს აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო განცახდებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში გავრცელდა არაერთი განცხადება ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მხრიდან სტუდენტებზე, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრებზე ზეწოლის შესახებ. ”სტუდენტების განცხადებით, მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლამ და მუქარამ პერმანენეტული ხასიათი მიიღო და ძალოვანების მხრიდან ძირითადი მოთხოვნა სტუდენტური აქტივობის შეჩერებაა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო გმობს ნებისმიერი სახის ზეწოლას სტუდენტებზე და მიაჩნია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ამასთან, აკადემიური საბჭო მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას და სახალხო დამცველს შეისწავლონ და დაუყონებლივი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე”, -ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტორბიორნ იაგლანდი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მედიის თავისუფალი და სამართლიანი მუშაობა უზრუნველყოფილი იქნება
შემდეგი სტატია“თიბისი ბანკი” საკუთარ კლიენტებს აფრთხილებს