თსუ-ს აკადემიური საბჭო განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება როგორც შეფასებით, ისე დასკვნით ნაწილში. საპასუხო დასკვა, რომელიც საბჭომ 2016 წლის 22 მარტს მიიღო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ალექსანდრე ონოფრიშვილს გაეგზავნა.

აკადემიური საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საბჭოს მიერ 2016 წელს ჩატარებული კანცლერობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში არ არის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი და საბჭოს მის მიერ მოყვანილი სამართლებრივი დასაბუთებიდან გამომდინარე, 2015 წლის 26 ოქტომბრის N109/2016 დადგენილებით გამოცხადებულ კონკურსის საფუძველზე დარეგისტრირებულ პრეტენდენტთა წრიდან კანდიდატის შერჩევის სრული უფლებამოსილება ჰქონდა. აკადემიური საბჭო არ ეთანხმება ასევე დასკვნის იმ შეფასებას, თითქოს აკადემიურმა საბჭომ დაარღვია კანდიდატურის წარდგენის ვადები.

როგორც აკადემიური საბჭოს საპასუხო წერილშია ნათქვამი, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დასკვნა შეადგინა და უნივერსიტეტს გაუგზავნა თსუ-ს წერილობითი პოზიციის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს საკანონმდებლო ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

აკადემიური საბჭო მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, განიხილოს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის N MES 7 16 00261589 კორესპონდენციისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის N 1603161525 დასკვნის, როგორც კანონმდებლობასთან შესაბამისობის, ისე მათი მომზადებისა და გამოცემის კანონიერების საკითხი, მათი ბათილად ცნობის მიზნით.

 

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ დაადასტურა, რომ აეროპორტზე თავდამსხმაში მონაწილე მეორე თვითმკვლელი ნაჯიმ ლაშროუი იყო