თსუ-ს აკადემიური საბჭო 15 მაისს გადადგება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 15 მაისს გადადგება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უნივერსიტეტის მოქმედმა რექტორმა, ლადო პაპავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, აკადემიური საბჭოს გადადგომის შემდეგ დაკომპლექტდება ახალი შემადგენლობა, რომელიც კანცლერს აირჩევს.

ამასთან, დღეს „აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე „აუდიტორია 115“-ის წევრებმა განაცხადეს, რომ აკადემიურ საბჭოს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და კანცლერის არჩევნები ახალ საბჭომ უნდა ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ თავად ლადო პაპავას უფლებამოსილება პირველ მაისს შეუწყდება.

banner
წინა სტატიაშიThe New York Times- დავით საყვარელიძე დაუყოვნებლივ აღადგინოს თანამდებობაზე
შემდეგი სტატიაფარული ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში გიორგი გაბედავა იკითხება