თსუ-ს ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

თსუ-ს ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია გმობს სტუდენტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას და რეაგირებისთვის საკითხს უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას გადასცემს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, სტუდენტებს შორის ნებისმიერი სახის დაპირისპირება მიუღებელია და მსგავსი ფაქტები უნივერსიტეტში არ უნდა ხდებოდეს.

„ვგმობთ ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ გარკვეული პროვოკაციების საფუძველზე უნივერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო დავძაბოთ. მოვუწოდებ ყველა სტუდენტს, პროფესორს, უნივერსიტეტის თანამშრომელს იყვნენ ფხიზლად, რათა მსგავსი ფაქტები არ გამეორდეს და არ გადაიზარდოს უფრო დიდ დაპირისპირებაში,“ -განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

როგორც დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, სტუდენტებს შორის მომხდარ ფაქტს, მათ შორის უნივერსიტეტის ვიდეოკამერებით დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერს, სოციალურ ქსელში (Facebook) გავრცელებულ მასალებს და იმ ფაქტებს, რაც დაპირისპირებას წინ უძღოდა, შეისწავლის უნივერსიტეტის ეთიკის კომისია და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 მაისს ორ სტუდენტს შორის მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას რამდენიმე სტუდენტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით განიმუხტა,”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაუდიტორია 115 ხელისუფლებას 6 საათამდე ვადას აძლევს- პროტესტი თსუ-ში
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა სენაკში უკანონო იარაღი ამოიღეს