თსუ-ს მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა

თსუ-ს მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი აღდგენილია.
მათი განმარტებით, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დღეს, 09:00 საათიდან განახლდა.

როგორც ცნობილია, სტუდენტურმა მოძრაობამ “აუდიტორია 115” გუშინ საღამოს აქცია შეწყვიტა. აღნიშნულის შესაბამისად, თსუ-ს მე-6 კორპუსში აჭედილი კარები გახსნეს.

სტუდენტური მოძრაობის ლიდერის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, მათ პრემიერ-მინისტრის სიტყვის სიმტკიცის სჯერათ და იმედი აქვთ, რომ მომავალ კვირას მასთან გაიმართება შეხვედრა, სადაც ”უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში გასატარებელ ცვლილებებს განიხილავენ.
„აუდიტორია 115“-ის წევრებს პროტესტის შეწყვეტა გუშინ თავად პრემიერ-მინისტრმა სთხოვა.

banner
წინა სტატიაში“დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე მაინც ხელისუფლება არანაირ შეცდომას არ დაუშვებს
შემდეგი სტატიალადო პაპავა – ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში ბინძური თამაში წამოიწყეს