თსუ-ის აკადემიური პერსონალი ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას ემიჯნება.

ამასთან, ისინი თსუ-ის აკადემიურ საბჭოს შესაბამისი განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

“კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას.

ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას.

მოვუწოდებთ თსუ-ის აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე პოლიციამ რადიო თავისუფლების პროდიუსერი დააკავა
შემდეგი სტატიააწსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან