17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

თსუ-დან გმირთა მოედნამდე – თბილისში ანტისაოკუპაციო მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ანტისაოკუპაციო აქცია-მსვლელობა იმართება. მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გმირთა მემორიალისკენ მიემართებიან.

მსვლელობაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობენ. ისინი პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას, გმირთა მემორიალთან ყვავილებს მიიტანენ და რუსეთის ოკუპაციის დასრულებისა თუ ტერიტორიების დაბრუნების გზებზე მსჯელობენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანას ძლიერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა: სოხუმის დაცემიდან 33 წლის შემდეგაც გვიწევს ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი მტერია
შემდეგი სტატია“სულ მაინტერესებს, რას ემსახურება ძალოვნების მხრიდან ეს დემონსტრაცია?!”