23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

თსსუ-ის რექტორი: არ მგონია, ვინმემ თქვას, რომ ეს უსამართლოა — ასეა მთელ მსოფლიოში

“ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის შეღავათიანი იმიტომ, რომ ბევრისთვის მძიმე ტვირთი იყო თუნდაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. და მეორე მხრივ, წახალისებაა სტუდენტის კარგი სწავლისკენ. ისწავლე კარგად, მიიღებ შემდგომ სემესტრშიც დაფინანსებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არა მგონია, რომ ამაზე ვინმემ თქვას რომ უსამართლო არის. ესე არის მთელ მსოფლიოში აბსოლუტურად. თუ მიიღებ დაფინანსებას, ეს არ ნიშნავს, რომ გაფინანსებენ თავიდან ბოლომდე, მთელი სწავლის პერიოდი და არ აქვს მნიშვნელობა შეასრულებ იმ კრედიტებს, თუ არ შეასრულებ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია სწავლის ხარისხზე და შესრულებული კრედიტების რაოდენობაზე” ,_  ამბობს  TV იმედთან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ირაკლი ნატროშვილი.

გუშინ, 31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველ კურსზე იქნება. მესამე სემესტრიდან კი სტუდენტებმა დაფინანსების შესანარჩუნებლად 80%-ზე მეტი კრედიტი უნდა დააგროვონ.

გასული წლის დეკემბერში ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველი ხელისუფლება იყო, რომელმაც უმაღლესი განათლება უფასო გახადა.

banner
წინა სტატიაშირუბიო: უახლოესი კვირების განმავლობაში გაირკვევა შესაძლებელია თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლება
შემდეგი სტატიაFIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების კერძო ინვესტორებზე გაყიდვის გეგმა გააუქმა