“თრობის, თუ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ”- ზურა ხაჩიძე “პიკასოს” დაჭრაში ეჭვმიტანილებზე საუბრობს

მომღერალ ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, გოგონები, რომლებმაც ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ:
“ეს გოგონები ჩემი ინფორმაციით, რასაც მეუბნებიან მეზობლები, არ იყვნენ ფზიხელ მდგომარეობაში. ეს იყო თრობით მიღებული, ეს იყო ნარკიტიკების ზემოქმედების ქვეშ , ნამდვილად ვერ გეტყვით ამას.” აცხადებს ზურა ხაჩიძე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში. რაც შეეხება მესამე პირს, ხაჩიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციითაც, მანქანაში მესამე პირი იმყოფებოდა:
“მეც მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მესამე პირიც იმყოფებოდა მანქანაში, მაგრამ იმ სახლთან გარე პერიმეტრის კამერები არის, ალბათ სამართალდამცავებს უკვე აქვთ კადრები ამოღებული და შესაბმისად დაველოდით გამოძიებას.” აცხადებს ხაჩიძე.
მესამე პირის არსებობას ინციდენტის დროს შსს არ ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაჭრაში მონაწილე ორი გოგონა იდენტიფიცირებულია და მათ ეძებენ. ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაჭრილი ირაკლი ნოზაძე კი ამ დრომდე ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც გასულ ღამეს მას ოპერაცია ჩაუტარდა. ნოზაძეს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე პროკურორ ზვიად ფხაკაძის და შსს-ს გამომძიებლის, კახა სირაძის დაკავებას ითხოვს
შემდეგი სტატიაპროკურატურა – კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ერთი მოქალაქის მიმართ კი განაჩენი გადაისინჯება