თქვით, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ზუსტადაც თქვენ უნდა გქონდეთ ჯამური საკონსტიტუციო უმრავლესობა – ხუხაშვილი ოპოზიციას

“ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაიღუპება”…

ერთი კითხვა მაქვს – რადგან ხელისუფლების კამპანია იმაზე ეგება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ოპონენტების გასასამართლებლად ჭირდება და ქუდზე კაცს იწვევს ამისთვის, რატომ არ შეიძლება ოპოზიციამ სარკისებრი კონტრ-კამპანია წამოიწყოს ქართული ოცნების მიმართ?!…

ამის უამრავი საფუძველი არსებობს:

1. “84”, რომელთა დიდი ნაწილი ისევ სიაში იქნება, ეჭვმიტანილია კონსტიტუციის დარღვევით სახელმწიფო ინტერესების ღალატში.

2. სისტემური კორუფცია.

3. ჩრდილოვანი, კლანური მმართველობა.

……..

თქვით, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ზუსტადაც თქვენ უნდა გქონდეთ ჯამური საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა გაასამართლოთ რეჟიმი ამ დანაშაულებისთვის, რის შემდეგაც რიგგარეშე არჩევნების საკითხი ბუნებრივად დადგება.

ესეც შენი ქართული ქარტია.

თუ გიტევენ, შენც უნდა შეუტიო…

მითუმეტეს რომ ამისათვის 12 წლის ხანდაზმული კი არა, უტყუარი და ცხელ-ცხელი საფუძველი გაქვს.” – წერს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – „ლელო“ ასევე იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში, ესეც უნდა იყოს გამოძიების საგანი
შემდეგი სტატია„ჭავჭავაძის 64ბ“-მ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა